ირაკლი ზარქუა - ფულზე გაყიდული პარტიების და მათი ლიდერების ამოცანა ყოველთვის არის რევოლუციური სცენარი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას საერთაშორისო ტრიბუნიდან გაეცა პასუხი, როცა ითქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სამართლიანი, დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

ამასთან, ზარქუა დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანად, შეთანხმებით დასრულდება და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

„მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. მოლაპარაკებების პროცესს ესკალაცია არ სჭირდება. მაქსიმალურად ყველა იმ დათმობაზე წავედით, რაც სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი შეიძლება ყოფილიყო. ოთხჯერ გაიმართა ოპოზიციასთან დიალოგი, თუმცა რადიკალური ოპოზიცია მაშინაც, ახლაც და ალბათ, მომავლშიც თავის ნიშას ტოვებს მოლაპარაკებებზე. გუშინ ერთ-ერთმა მარგინალმა, ნათელაშვილმა დატოვა მოლაპარაკების მაგიდა - ასეთი ჯგუფების სფერო მოლაპარაკება არასდროს ყოფილა. ფულზე გაყიდული პარტიების და მათი ლიდერების ამოცანა ყოველთვის არის რევოლუციური სცენარი, რასაც მიხეილ სააკაშვილი უკვეთავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა