მოძრაობა "დროას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის კარანტინის წესის გაუქმებას ითხოვენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან მოძრაობა "დროას" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის კარანტინის წესის გაუქმებაა. აქტივისტების განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ყოველი საზღვრის კვეთისას 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც პრობლემები ექმნებათ.

მოძრაობა ,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ მიმართეს, თუმცა პასუხი არ მოსვლიათ.

„საოკუპაციო ხაზზე დიდი ხანია მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც სასიცოცხლო პრობლემებს უქმნის იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ მოთხოვნით ჩვენ ასევე მივმართეთ წერილით პრემიერ-მინისტრს, რომ გადახედოს ამ შეზღუდვას. ერთი საათით რომ დასჭირდეს ადამიანს აქ გადმოსვლა, 5 დღე უნდა იყოს კარანტინში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ ჩაკეტვას და სასიცოცხლო საჭიროებების მოკლებას”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:მოძრაობა "დროას" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის კარანტინის წესის გაუქმებას ითხოვენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა