„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები - ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც არყევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

„დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების ერთგული რჩება და გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, - შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო სამინისტრომ გააკეთა.

“ერთხმად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შერყევისკენ”, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, „დიდ შვიდეულში“ შედიან: ამერიკის შეერთებულ შტატები, კანადა, იაპონია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია.

იხილეთ ვიდეო:"დიდი შვიდეულის" ქვეყნები - ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც არყევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი