პაატა იმნაძე - რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს - გვერდითი მოვლენის სახით, მე მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი

რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს, მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით, მქონდა მკლავის ტკივილი, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვაქცინაციის უკუჩვენებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აცრილთა შორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის გამოვლენის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რაც იმნაძის განმარტებით, აბსოლუტურად ნორმალურია.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რისკისა და სარგებლის განსაზღვრა უნდა მოხდეს, რადგან თუ არ ავიცრებით, უარესი ვითარება იქნება.

„ნუ ვიჩქარებთ! ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება, მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს მოხდება ყველაფერი თქვენი თანდასწრებით, ასე რომ, ყველაფერი ეს დალაგდება და კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია ყველას რომ აძლევენ მითითებებში. ჩემი კოლეგები, ვიცი რამდენიმე, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში.

ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანის შეფასებაზე და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება. ფაქტი არის ერთი, რომ თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა