არჩილ თალაკვაძე - ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები უკვე გადადმული აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ველით ოპოზიციის მხრიდან იმ კომპრომისს, რომელიც არის მთელი საზოგადოების ინტერესში და პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესშიც. ამიტომ ვნახოთ დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, დაგვეხმარება რომ პოზიციები დავაახლოვოთ",-განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა