ექსპერტთა ჯგუფი დღეს იმსჯელებს, შეჩერდება თუ არა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაგრძელდება თუ არა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

როგორც გამყრელიძე განმატავს, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტიც მიიღებს.

„19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ.

ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ყველა ექიმს, რომელიც ვაქცინაციას აკეთებს, გადამზადება გავლილი აქვს.

„ექიმებმა, სადაც აცრა მიმდინარეობს, ყველამ გაიარა გადამზადება, მათ შორის, მინისტრის ბრძანების მიხედვით არის დადგენილი, კაბინეტები, სადაც აცრა მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა იყვნენ აღჭურვილი, მათ შორის, აუცილებელი პირობაა, ანტიშოკური, ანტიანაფიქილაქსიური კარადის ქონა თავისი აღჭურვილობით და თავისი მედიკამენტით. ვინც აცრის პროცესშია ჩართული, ყველა ადამიანს მრავალჯერ აქვს გადამზადება კოვიდის ვაქცინაციის დაწყების პროცესში, ანაფილაქსიური რეაქციის გამოცნობასა და მის მართვასთან დაკავშირებით, არსებობს მისი პროტოკოლი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით