თამარ გაბუნია - ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ალერგიული რეაქცია მანამდე ჩატარებულ აცრებზე

ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს მანამდე ჩატარებულ აცრებზე ალერგიული რეაქცია არ ჰქონია - შემიძლია დავადასტურო, რომ მდგომარეობა არის მძიმე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საექსპერტო შეფასება და უნდა დაველოდოთ დასკვნას.

„პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე ეს არ არის სატელევიზიო საუბრის თემა, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. შემიძლია დავადასტურო, რომ მდგომარეობა არის მძიმე. გამომწვევი მიზეზი ასეთ შემთხვევაში არის რთული ალერგიული რეაქცია, რომელიც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 5 მილიონიდან აღწერილია 41 შემთხვევა ბრიტანეთის მონაცემების მიხედვით. უიშვიათესი გართულებაა, სავარაუდოდ ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს რაიმე სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა, რამაც გამოიწვია მდგომარეობის ასე გართულება. სწორედ ამიტომ არის საექსპერტო შეფასება მნიშვნელოვანი და უნდა დაველოდოთ დასკვნას.

ამ შემთხვევაში სტანდარტული პროტოკოლი სრულად იქნა დაცული, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ალერგიული რეაქცია მანამდე ჩატარებულ აცრებზე, მათ შორის გრიპის ვაქცინას იკეთებდა სისტემატურად. ამდენად ცნობილი ალერგიული რეაქცია ვაქცინებთან მიმართებაში მას არ უფიქსირდება, რაც არის აღრიცხული შესაბამის დოკუმენტაციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მაინც დადგეს ანაფილაქსიური რეაქცია, თუ ეს იყო ანაფილაქსიური რეაქცია. ამ ეტაპზე ვარაუდის დონეზე შეგვიძლია მხოლოდ ვისაუბროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში