ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, სადაც  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აქციას მართავენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აქციას მართავენ.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

„მოძრაობა „საქართველოსთვის“ აფიქსირებს თავის პოზიციას, იმას, რის გამოც 113 დღეა პარლამენტთან კარვებშია. ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და ვითხოვთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებების მთავარი მიღწევა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. სხვა ნებისმიერი შედეგი ამ ქვეყანას უქადის იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ დასავლურ მომავალს და გავხდებით მთლიანად რუსული გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო. ის განცხადებები, რაც კეთდება „ქართული ოცნების“ მხრიდან, პესიმიზმის საფუძველს იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ ქვეყანაში რა ხდება. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ, ბოლომდე ვიდგებით ქუჩაში და მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტებმა აქცია გამართეს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი