ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ღია პირდაპირ დისკუსიაში იწვევს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს ღია პირდაპირ დისკუსიაში იწვევს.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალებს სატელეფონო საუბრისთვის დაიწყოს მზადება, რომლის გამართვაც შესაძლებელია პარასკევს 19 მარტს ან ორშაბათს, 22 მარტს.

„მე ამას დიდხანს არ გადავდებდი. მე უქმეებზე მინდა ტაიგაში გავემგზავრო და ცოტა დავისვენო. ასე რომ, საუბრის გამართვა შესაძლებელია ხვალ ან ორშაბათს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ ამერიკის მხარისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. მე ახლავე შესაბამის მითითებებს მივცემ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები. მეტიც, ახლა მე ვფიქრობდი, რომ ბოლოს სატელეფონო საუბრის ინიციატივა პრეზიდენტ ბაიდენს ჰქონდა. მე მსურს პრეზიდენტ ბაიდენს შევთავაზო, განვაგრძოთ ჩვენი დისკუსია. თუმცა იმ პირობით, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ფაქტიურად პირდაპირ ეთერში, რასაც ეწოდება ონლაინ ფორმატი, თუმცა ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ღია, პირდაპირ დისკუსიაში“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე ჩამოთვალა თემები, რომელთა განხილვა ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ.

”ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე და ზუსტადაც ამ სტრატეგიულ სტაბილურობაზე, რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაზე, ისინი ბევრია და მე ყველას არ ჩამოვთვლი. ასევე იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, ვგულისხმობ, სხვათა შორის, ბრძოლას პანდემიასთან ", - თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს