გერმანია, საფრანგეთი და იტალია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ

გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა პარასკევიდან განახლდება.

დღეიდან განახლდება ვაქცინის გამოყენება საფრანგეთშიც. აღსანიშნავია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აიცრება.

ვაქცინის გამოყენებას განაახლებს იტალიაც. პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრას.

„ასტრაზენეკას“ გამოყენების განახლების შესახებ განაცხადეს კვიპროსმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. ესპანეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოყენების განახლების საკითხს განიხილავენ.

ქვეყნებმა „ასტრაზენეკას“ გამოყენება რანდენიმე პაციენტში ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების გამოვლენის, მათ შორის თრომბის წარმოქმნის, გამო დროებით შეაჩერეს. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება კი გუშინ ევროპის წამლის სააგენტოს“ მიერ წინასწარი მოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ .ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. 2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან. ამასთან, სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით