ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე - ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია

ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს 24 საათში განმეორებითი ღრმა კვლევები ჩაუტარდება.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.

მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში, ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით, მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია“,-აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი, გუშინ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა