ნაბილა მასრალი - ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებზე

სამწუხაროდ, რუსეთში არსებობს კრიტიკულად განწყობილი და დამოუკიდებელი ფიგურების როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული მკვლელობების მცდელობების გრძელი სია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ბორელი რუსეთის პრეზიდენტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებზე.

„სამწუხაროდ, რუსეთში არსებობს კრიტიკულად განწყობილი და დამოუკიდებელი ფიგურების როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული მკვლელობების მცდელობების გრძელი სია, მათ შორის პოლიტიკოსების და ჟურნალისტების. ამ შემთხვევებიდან ბევრი გამოძიებული არ არის და დამნაშავეებს პასუხი არ უგიათ. რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა უკანონო ქმედებები უკრაინაში და წამყვან როლს ასრულებს სხვა კონფლიქტებში და ევროკავშირის სამეზობლოსა და მის გარეთ. ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებზე“, - განაცხადა ნაბილა მასრალიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა