ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, სხვა ჯგუფებიც აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, სხვა ჯგუფებიც აიცრან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტის განხილვა გუშინ იმუნიზაციის საბჭოზე იყო დაგეგმილი, თუმცა, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო.

„გუშინ აიცრა 735 ადამიანი, დღეს 107 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით. ამ ფაქტის განხილვა იყო დაგეგმილი იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფაქტი რომ მოხდა, ჯერჯერობით, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრეთ. განიხილება ეს საკითხი, ჯერ იმუნიზაციის საბჭოზე, შემდეგ საკოროდინაციო საბჭოზე და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა