„მრავალეროვანი საქართველო“ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ტრადიციული დღესასწაულის ნოვრუზის (ნოვრუზ-ბაირამის) თაობაზე თხოვნით, რათა 21 მარტის ღამეს, დროებით მოიხსნას არსებული გადაადგილების შეზღუდვა თბილისსა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში.

ორგანიზაციის ცნობით, ხალხური დღესასწაული - ნოვრუზ-ბაირამი, რომლის საქართველოში აღნიშვნაც მრავალ საუკუნეს ითვლის, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2020 წელს არასრულფასოვნად ჩატარდა.

„ამავე დროს, უახლოეს ისტორიაში, მოიძებნება შეზღუდვების დროებით მოხსნის პრაქტიკა, საერთო-სახალხო დღესასწაულის გამო - 7 იანვარს, რასაც შედეგად ეპიდემიოლოგიური გართულება არ მოჰყოლია.

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, მრავალეროვანი საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაითვალისწინებს არსებულ გარემოებებს და პრაქტიკას და საშუალებას მისცემს, ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, 2021 წლის 21 მარტს, ტრადიციულად, მასშტაბურად აღნიშნონ, საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებული ნორვუზ-ბაირამი“, - ნათქვამია მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა