ილჰამ ალიევი - სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ! დღეს სიამაყით ვამბობ: „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“

ჩვენ 21-ე საუკუნის ომი ვაწარმოეთ და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენი ომი, ყარაბაღის მეორე ომი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სკოლებში ისწავლება. ჩვენ 21-ე საუკუნის ომი ვაწარმოეთ და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ. დღეს სიამაყით ვამბობ : „შუშა, შენ თავისუფალი ხარ!“, „შუშა აზერბაიჯანია!“ და „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“- განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდებმა შეიტანეს.

„ყველა თაობის წარმომადგენელმა მიიღო ომში მონაწილეობა და აჩვენა გმირობა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი მისია ახალგაზრდებმა შეასრულეს, რომლებიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში გაიზარდნენ,“- აღნიშნა ალიევმა.

იხილეთ ვიდეო:სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ! დღეს სიამაყით ვამბობ: „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ - ილჰამ ალიევი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა