გიგა ბოკერია - ეროვნული ამოცანაა, მივაღწიოთ იმას, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ქვეყნისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას

ეროვნული ამოცანაა, ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან", -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველო" უერთდება 15 მაისის ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, "მაგრამ იქამდე არანაკლებ მნიშვნელოვანია "ევროპული საქართველოსთვის" და ყველა პოლიტიკური ძალისთვის რეგიონებში შეხვედრები და აქციები.

„იქამდე შესაძლოა უამრავი სპონტანური აქცია იყოს, მათ შორის გამორიცხული არ არის თბილისშიც, თუმცა შემაჯამებელი აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხედავთ ვითარებას, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე, ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ ექვემდებარება საკუთარი საზოგადოების ზეწოლას, ასევე თავისუფალი სამყაროსი, ძალაუფლება უზურპირებული აქვს მოპარული არჩევნებით, პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრებით და საქართველოს თავისუფალი სამყაროსკენ სტრატეგიული კურსის ეროზიით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ მიმართულებით ვერ წავა, იმიტომ, რომ მისთვის მთავარი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. ეს ფასი ძალიან მძიმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან."ევროპული საქართველო" ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება ყველა ეტაპზე, ისე როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის,რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმა, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ ყველა ამ მშვიდობიან აქციაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოდ კი, ასევე მონაწილეობა მიიღოს 15 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე", -განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კრიზისისა და "ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დღე ქვეყანას უმძიმეს ფასად უჯდება“. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, არსებობს ორი ინსტრუმენტი: საზოგადოების მწვავე პროტეტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ქართველი ხალის მოკავშირეებიდან ზეწოლა.

"ეს არის ორი ინსტრუმენტი,რომელიც უნდა გამოვიყენოთ,რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულ ვადებში ამ რეჟიმის ძალაუფლებისგან ჩანოსაცილებლად", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განმარტებით, პროტესტის პარალელურად ოპოზიციას კომუნიკაცია ექნება დასავლელ პარტნიორებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ