„ევროპული საქართველო“ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭოს შექმნაზე - ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯების გაგრძელებაა

ეს გადაწყვეტილება გაგრძელებაა ხელისუფლების არასწორი, პროვოკაციული და სახელმწიფოებრივად გაუმართლებელი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს უთანასწორო პოზიციაში აყენებს, - ასე აფასებს „პარტია „ევროპული საქართველო“ „ქართულმა ოცნების“ მიერ დიასპორის კომიტეტის ბაზაზე ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საბჭო შექმნას.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის.

„ტერმინი დიასპორა ადგილობრივ კონტექსტში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფის აღსაწერად გამოიყენება. საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება დიასპორა, რადგან თითოეული მათგანი მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების არასწორი, გამრუდებული წარმოდგენის პროდუქტია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანასწორად არ განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მფარველობს, აძლიერებს და ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს აღვივებს. სწორედ ეს კონტექსტი ხდის შემაშფოთებელს ამგვარი კომისიის შექმნას დიასპორის კომიტეტის ბაზაზე.

ხელისუფლების ამ არასწორი დამოკიდებულების ნაწილია ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობისთვის უარის თქმა ნოვრუზის დღესასწაული ღირსეულად აღნიშნონ. ამისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დროებით მოხსნა იყო საჭირო, რაც ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი რელიგიური ჯგუფისთვის უკვე გააკეთა, თუმცა იგივეს გაკეთება უმცირესობისთვის არ ისურვა. ხელისუფლება ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველებს გადაადგილების უფლებას აძლევს, ხოლო იმავეს გაკეთება არ უნდა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისთვის, რომლებიც 21 მარტს ზეიმობენ დღესასწაულს, რომელიც საუკუნეებია ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება.

„ქართული ოცნების“ ეს პოლიტიკა ერთი მხრივ სამოქალაქო უფლებებს ლახავს, არღვევს სამოქალაქო მშვიდობას, ახალისებს ძალადობრივ სიძულვილის ჯგუფებს, მეორე მხრივ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის მტრებს პროვოკაციების მოსაწყობად ხელსაყრელ ნიადაგს უქმნის“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა