კრწანისის ტყე - პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და CENN-ის ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო. ღონისძიება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ახორციელებენ.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყის საერთაშორისო დღეს კრწანისის ტყე-პარკში აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ ეს დღე სწორედ ტყე-პარკში აღინიშნება, სადაც სამინისტრო ტყის აღდგენის და გამწვანების მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დარგვა-დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას განცხადებით, ტყის საერთაშორისო დღის მთავარი მიზანი ტყის მნიშვნელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა, რისთვისაც არაერთი გარემოსდაცვითი აქცია იმართება.

"ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), ორგანიზაცია „საბუკო“, გარემოს ახალგაზრდა დამცველები და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა - გზა კეთილდღეობისთვის”.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, კრწანისის ტყე-პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო