ირაკლი მეზურნიშვილი გახარიას განცხადებაზე - მივესალმები ოპოზიციური სპექტრის გაფართოებას - დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრის გაფართოება მისასალმებელია.

როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, დღეს საზოგადოებაში ჯანსაღი ოპოზიციის დეფიციტია.

„მე მივესალმები ნებისმიერი ფორმით ოპოზიციური სპექტრის გაფართოებას, რადგან დღეს ძალიან კარგად და შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა, რომ საზოგადოებაში სერიოზული დეფიციტია ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გამოჩენის. ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი გახარიას. ნებისმიერი ახალი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აქტიურ პოლიტიკურ ჯგუფში, ეს მხოლოდ წინ წაწევს ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ეწევა დესტრუქციას, არ შემოდის პარლამენტში და არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რაც მათ დააკისრა ჩვენმა საზოგადოებამ არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაჩნდა ჯანსაღი ოპოზიციის დეფიციტი ამიტომ, მე მხოლოდ შემიძლია შევაფასო, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის”,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს