ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის მიმღებ ჯგუფში მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალიც შედის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებ გაფართოებულ ასაკობრივ ჯგუფში მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალიც შედის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ 3000 ადამიანის ვაქცინაცია არის დღიური სამიზნე. იმ ჯგუფებში, რომელიც გაფართოვდა, 75 წელს ზემოთ შედიან მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და პერსონალი. რა თქმა უნდა, ისინიც შეუერთდებიან ვაქცინაციის პროცესს. რაც შეეხება ვაქცინაცინის შენახვის ვადებს, აქ ვადები დაცულია და რეალურად არანაირი რისკი ამ მიმართულებით არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ ვაქცინის არსებული დოზები წლის ბოლომდე არ გაიხარჯა, რამდენად იქნება წლის ბოლოს კვლავ ვარგისი, ტიკარაძის განცხადებით, „ეს ვაქცინა წლის ბოლომდე არ გვექნება, უფრო ადრე გაიხარჯება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა