ფიქრია ჩიხრაძე - გიორგი გახარია დამოუკიდებელი ფიგურა ვერ იქნება, ის იქნება უფრო „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი

„ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, არა „ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელი ფიგურა, არამედ მისი მაშველი რგოლი იქნება.

როგორც ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელად ვერ მოხდება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ფიგურა ვერ იქნება, ეს იქნება უფრო „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი, იმედგაცრუებული ამომრჩევლისათვის. უნდათ, რომ რომ რამე ახალი საყრდენი იპოვონ“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა