ბექა ლილუაშვილი - გიორგი გახარიასთან კონტაქტი მქონდა მისი გადადგომის მერეც, კონსულტაციები არ მქონია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენა მისასალმებელია. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობას, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ რჩება პოლიტიკაში. მე მივესალმები მის პოლიტიკაში დარჩენას”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, გახარიასთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა კონსულტაციები - არა.

„კონსულტაციები არ ყოფილა. გიორგი გახარიასთნ შვიდი წელია ვმუშაობ, შესაბამისად კონტაქტი მქონდა გადადგომის მერეც. მასთან კონსულტაციები არ მქონია, მქონდა კონტაქტი”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. „არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა