მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტად აირჩიეს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, რომელიც დღეს ვიდეო-კონფერენციის ფორმატით გაიმართა, მონაწილეობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო, სადაც ის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტად აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ბიუროს სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.

მათივე ცნობით, ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე „ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი - ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის", სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - ე.წ. სამეულის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სხდომის დასასრულებლად ბიურომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილა და ერთხმად გადაწყდა, რომ მომდევნო სესიის განხილვის მთავარი თემა „პოსტ-კოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები" იქნება.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 19-20 აპრილს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა