შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების საპროტესტო აქცია დასრულდა. ისინი რამდენიმე დღის წინ, საწვავის ფასის გაძვირების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სამართალდამცავის, გიორგი ბერაიას მოქმედებას აპროტესტებენ, რომელმაც მათივე თქმით, აქციის მონაწილეს საქართველოს დროშა ჩამოართვა და მიწაზე დააგდო.

აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქტივისტები უწყებაში განცხადების შეტანას და გენინსპექციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათი განცხადებით, უწყების წარმომადგენელი მათ არ შეხვდათ, რის გამოც გზის გადაკეტვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილი მალევე დაატოვებინეს.

ამის შემდეგ, მათ პოლიციელის მოქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა უწყების შესასვლელთან დატოვეს, რასაც დანაგვიანების გამო სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ათმეთაური გიორგი ბერაია მის მიერ დაკავებულ თანამდებობას ერთი კვირის განმავლობაში არ დატოვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მასშტაბური აქცია გაიმართება.

„ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მიიღებენ ზომებს და არ გათავისუფლდება ეს თანამშრომელი და კანონის ფარგლებიდან გავა ეს ხელისუფლება, გავაკეთებთ დიდ აქციას და ნურავინ მოგვთხოვს კანონის დაცვას. ჩვენ გავალთ ყოველგვარი კანონის ჩარჩოდან, კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი და რადგანაც ის ფეხქვეშ გათელეს, რამდენიმე ხანში გავაკეთებთ დიდ აქციას და კანონდამორჩილება აღარ იქნება”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა