დავით ზილფიმიანი - არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო

მე არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო, შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული,- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს.

„მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, მაგრამ მეორე მხრივ უკვე კრიტიკას ვერ უძლებს ის ამბავი, რომ დღესვე შეუძლია გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს. მე არ გამოვრიცხავ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. აღარ იქნება ის, რომ ელისაშვილმა თქვა, მე გადავიხდიო და მუქარები წამოვიდა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? - არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით