ლევან ბოძაშვილი - თუ აშშ დააყენებს საკითხს, რომ დახმარებების გარკვეული პროცენტი შეჩერდეს, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება, ფიქსაცია, რომ ვერ ხედავს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში რაიმე გამოსავლის მიღწევის საშუალებას

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას სენატის მხრიდან განსაკუთრებული ზომების ფიქსაციას არ მოელის.

ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დახმარებების გარკვეული პროცენტით შეჩერების ან გადავადების საკითხს დააყენებს, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი სიგნალი იქნება.

„ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ ის, რომ საკითხი, როდესაც ასეთ დონემდეა მისული, გამოვიყენოთ, თუ არა ხისტი ზომა, ფაქტიც კი, ძალიან არასასიამოვნოა, ეს ნეგატიური შედეგია, იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

არ ველოდები სენატის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ზომების ფიქსაციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული დემოკრატიზაციაზე. დემოკრატიზაციაში იგულისხმება, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ასევე საარჩევნო რეფორმაც. პოლიტიკოსები ვერ წყვეტენ სახელმწიფოებრივ პრობლემებს ინსტიტუციების გარეშე, შეუძლებელია.

სენატში განხილვას შესაძლოა, მოჰყვეს ისეთი ზომები, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დააყენებს ამ საკითხს, რომ საქართველოს დახმარებების გარკვეული პროცენტი გადავადდეს და შეჩერდეს, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება ქვეყნისთვის. თუმცა, ეს იქნება იმის ფიქსაციაც, რომ ამერიკული მხარე ვერ ხედავს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში რაიმე გამოსავლის მიღწევის საშუალებას. ეს ეხება, როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას“,-აცხადებს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, - შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. მათივე ინფორმაციით, თემაზე - „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ - მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა