სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს

სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურად დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში ანა ბრნაბიჩი ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობას, პირადად თქვენ კი, - წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მეგობრობა და ურთიერთგაგება წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც წარიმართება ჩვენი თანამშრომლობა, რაც წვლილს შეიტანს სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ანა ბრნაბიჩი ქართველ კოლეგას ასევე მადლობას უხდის საქართველოს მიერ სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა