პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დახურულ კარს მიღმა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია დახურულ კარს მიღმა განხორციელდა.

მათ არ დაუკონკრეტებიათ თუ კონკრეტულად რომელი ვაქცინით აიცრა ვლადიმერ პუტინი.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ პუტინი თავს კარგად გრძნობს და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში ვაქცინაცია ადგილობრივი წარმოების 3 ვაქცინით Sputnik V-ით, EpiVacCorona-თა და CoviVac-ით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პუტინის ვაქცინაციის ამსახველი ფოტომასალა არ გავრცელებულა.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიკეთა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი