უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება

ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს.

„ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგირო, ალბათ, ყველამ იცით, რომელიც რამოდენიმე ათეული წელია არსებობს. ამ საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრის სიგრძის საბაგირო გზა და ახლა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადმოეცემა. პარალელურად ახლა უსაფრთხოების სისტემის შემოწმება მიმდინარეობს. ამის შემდგომ უკვე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 20 აპრილიდან ეს საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბევრ ადამიანს გაუხარდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს - კახა კალაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა