ლევან იოსელიანი - მგონია, რომ ამჯერად კრისტიან დანიელსონს ბევრად განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და მისი მედიატორობა შეიძლება უფრო მკაცრი და ხისტიც იყოს

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განმეორებითი ვიზიტი შესაძლოა, ბევრად უფრო მკაცრი და ხისტიც იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მგონია, რომ ამჯერად კრისტიან დანიელსონს ბევრად უფრო განსხვავებული დღის წესრიგი ექნება და მისი მედიატორობა შეიძლება უფრო მკაცრიც და ხისტიც იყოს.

ველოდები უფრო შედეგიან და ქმედით მედიაციას და მგონია, რომ ეს შედეგს გამოიღებს. პერსპექტივა რომ არ ჰქონდეს, არ ჩამოვიდოდა, რადგან ჩამოდის, ნიშნავს, რომ ხედავს პერსპექტივას, პოზიციები დაახლოვოს და საბოლოოდ განმუხტოს სიტუაცია“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მან ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა