თენგიზ ცერცვაძე - რამდენიმე შეძლებული ადამიანი ვიცი, რომელმაც „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“არ ისურვა, წავიდა თურქეთსა და აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩინურ ვაქცინას ბევრი ელოდება, ვინაიდან ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

„ბევრი ელოდება სხვა ვაქცინებს, ადრე იყო ასეთი განწყობა, რომ ჩინური ვაქცინა არ გვინდა, ახლა ზოგი ელოდება ჩინურს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული და არ აქვს ის ელემენტები რაც „ასტრაზენეკას“ და“ფაიზერს“.

ჩინური ვაქცინით იცრება მთელი თურქეთი, აზერბაიჯანი, ბრაზილია და სხვები.

მინდა გითხრათ, რომ ჩინური ვაქცინა ჯერ არ შემოვა, რამდენადაც განაცხადა სამინისტრომ, გამზადებულია ხელშეკრულება, მაგრამ არ შემოვა, ვიდრე მკაცრი მარეგულირებელი, ჯანმოს ან ევროპის მედიკამენტების სააგენტო მას არ მისცემს ავოტორიზაციას, რომ ის ეფექტურია და უსაფრთხო. ამის შემდეგ რომ შემოვა, ის არ გამოიწვევს ნეგატიურ გავლენებს.

ადამიანი მიეჩვია იმას, რომ საქართველო მომხმარებელს სთავაზობს არჩევანს, 2 საუკეთესო ვაქცინა სახეზეა -„ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“, ჩინურიც დაემატება, რომელსაც მსოფლიოში ბევრი უკეთესად თვლის.

პოლიტიკური მოსაზრებით, რა თქმა უნდა, რუსულ ვაქცინას ხელს არ ვახლებთ, გერმანია ყიდულობს რუსულ ვაქცინას, ასე რომ ასეთი ცალსახა წინაწარი შეფასებები სწორი არ არის.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ავტორიზაცია და საერთაშორისო აღიარება ექნება ჩინურ ვაქცინას ბაზარზე, ცუდი არ არის, არჩევანის საშუალება იქნება.

ვიცი, რამდენიმე ძალიან გავლენიანი და შეძლებული ადამიანი, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც არ ისურვეს „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ , რომელიც შემოდის 1 კვირაში, წავიდნენ თურქეთში, აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრნენ“,-აცხადებს ცერცვაძე.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ვაქცინისადმი სკეპტიციზმი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ანტივაქსერებმა და ახალციხეში მომხდარმა ფაქტმა. ცერცვაძე დასძენს, რომ შესაძლოა, არ მიმდინარეობდა საკმარისად აქტიური პიარ კამპანიაც.

იხილეთ ვიდეო:რამდენიმე შეძლებული ადამიანი ვიცი, რომელმაც „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“არ ისურვა, წავიდა თურქეთსა და აზერბაიჯანში და ჩინური ვაქცინით აიცრა - თენგიზ ცერცვაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა