ლონდა თოლორაიამ ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ გამარჯვებულები სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ პირადად დააჯილდოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ლონდა თოლორაიამ კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიღწევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი ხედვის გაზიარებაა.

„კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. არასრულწლოვნებმა წარმოადგინეს მათი თვალით დანახული საფრთხეები, რომლებიც პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვას შეიძლება მოჰყვეს.

პირველი სამი ადგილის მფლობელები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ხოლო ,,ხალხის რჩეული ფოტო“ Facebook-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს:

  • I ადგილის მფლობელი - თამარ ხუციშვილი, ქ. ქარელის მე-2 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;
  • II ადგილის მფლობელი - თათია ქობულაძე, თბილისის 174-ე საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;
  • III ადგილის მფლობელი - ანა კურტანიძე, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ მინაძის საჯარო სკოლა, მე-6 კლასი;
  • ,,ხალხის რჩეული ფოტო“ - სოფო კაბულაშვილი, თბილისის თამარ მეფის სახელობის გიმნაზია, მე-10 კლასი.

სკოლის მოსწავლეების მხრიდან გამოხატული მაღალი მოტივაციისა და ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, აქტუალური საკითხის საინტერესოდ წარმოჩენისთვის, დამატებით 2 კონკურსანტი გამოვლინდა:

  • დავით ბენიძე, ქ. წყალტუბოსმე - 4 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი;
  • კესო კონდახიშვილი, თბილისის კერძო სკოლა „ჯეჯილი“, მე-5 კლასი.

გამარჯვებულებს საჩუქრად ფოტოაპარატი, კომპიუტერული ტექნიკა და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.

კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა