ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. ლევან იოსელიანმა ელჩს დეტალურად გააცნო რა ტიპის საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს და კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება.

„ჩვენ შევეხეთ უკრაინა - საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ვისაუბრეთ არსებულ საგარეო საფრთხეებზე და ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. ელჩი დაინტერესდა და ვისაუბრეთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს დიალოგს, რომელიც განახლდება", - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა