დავით ზალკალიანი - სენატორების გზავნილია, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, ცივილიზებული ქვეყნებისთვის კი არ არის მისაღები, როცა ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე

არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, გუშინდელი განხილვის დროს არ ყოფილა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სენატში საქართველოს დემოკრატიულობის საკითხის განხილვისას გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სენატში გაკეთებული განცხადებები აღიქვა ისე, როგორც შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ორპარტიული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის კონგრესში.

„იყო გზავნილი ქვეყნის მიმართ, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და ერთგული დასაყრდენი რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე იყო აღქმული გუშინდელი გზავნილები, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში სტაბილურობა, ამიტომ საქართველოში სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც გარე საფრთხეების მინიმიზაციის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესით. სწორედ ამ კონტექსტში გავიგეთ ჩვენ ძალიან ადეკვატურად გუშინდელი განცხადებები, რომლებიც იყო ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს მეგობრების გზავნილები საქართველოს მიმართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

რამდენიმე მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს, კვლავ იყო გამეორებული საერთაშორისო სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, იყო თავისუფალი, სრულ თავსებადობაში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან, რაც არის საერთაშორისოდ აღიარებული. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე, ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ამ არჩევნების ვითომდა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მე მგონი, დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა,-, განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გულისხმობდა მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებსაც მოსახლეობამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიანიჭა, თუმცა ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.

ზალკალიანის თქმით, ეს არ შეეფერება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სურს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მრავალპარტიული მრავალფუნქციურებადი პარლამენტი არის საფუძველი დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამიტომ არ არის მიღებული საერთაშორისო თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაში, რომ პარტიებმა, მხედველობაში მაქვს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მიიღეს ამომრჩევლის სერიოზული მხარდაჭერა, უარს ამბობენ და არ შედიან პარლამენტში.

მესამე გზავნილით კი საბოლოოდ წერტილი დაესვა სპეკულაციებს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, ასევე აშშ-ის სენატორების მხრიდან, რომ ქვეყანა თანმიმდევრულია. და ქვეყანა მიდის დასავლური კურსით და ეს ყველაფერი შეუქცევადია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო:ზალკალიანი - სენატორების გზავნილია, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა