კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა

აშშ-ში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის უახლესმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად 76%-ით ეფექტურია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ უახლესი შედეგების ანალიზზე დაყრდნობით განაცხადა.

ამასთან, „ასტრაზენეკამ“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინამ 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში 86%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, „ასტრაზენეკამ“ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული კვლევის შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მისი ვაქცინა სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად 76%-ით ეფექტურია. კვლევაში აშშ-დან, ჩილედან და პერუდან 32 449 ადამიანი მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა