თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ და ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.

ამასთან, გაბუნიამ საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეიდან უკვე გაიხსნა რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვის.

„დღეს, საღამოდან „ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის. მინდა აღვნიშნო, რომ „ფაიზერის“ ეფექტურობა, ისევე, როგორც „ასტრაზენეკას“, ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული შემთხვევების, განსაკუთრებით კი ლეტალობის შემთხვევების აღმოფხვრისთვის. „ფაიზერის“ და ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემთხვევაში გარანტირებული ხარისხი გვაქვს. დღეიდან უკვე გაიხსნა რეგისტრაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვის.

„ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაცია ჩატარდება 6 სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალური მოთხოვნები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამისთვის დააყენა, ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის შენახვის შესაბამისი პირობები. მოგეხსენებათ, ვაქცინას შესანახად სჭირდება ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმი, -80, -60 გრადუსის ფარგლებში. მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე შეძლებელია მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტის უზრუნველყოფისთვის და დოზების დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, ვაქცინაცია ჩატარდება 6 კლინიკაში. თბილისში არის 4 კლინიკა: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, „ამტელ კლინიკა“ და ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში იქნება ბათუმის რესუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი“,-განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს