ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერც იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერც იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაცია არსად სავალდებულო არ ყოფილა, მათ შორის, არც ისრაელში.

„სავადლდებულოობა სხვა რამეა, რომელსაც კანონი ადგენს. არავინ არავის აძალებს ვაქცინაციას. არის გამონაკლისები დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერც იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი გამოკვლევა გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 20% კატეგორიული წინააღმდეგია აცრის; 29% ეთანხმება, რომ უნდა აიცრას. საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. დანარჩენი მერყეობს და თქვენ უნდა დაგვეხმაროთ იმისთვის, რომ ვინც მერყეობს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღესაც, 24 საათში, 10 ადამიანი გარდაგვეცვალა, ყოველდღიურად გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტი კი ის არის, რომ თუ ადამიანი ორჯერადად ვაქცინირებულია, მისი მდგომარეობა არ მძიმდება და ფატალური გამოსავალი მინიმუმამდეა. თითქმის 100%-იანი დაცვა აქვს ამ ვაქცინებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების. ფატალური შემთხვევები რომ არ გვქონდეს, უნდა აიცრას მოსახლეობის დიდი ნაწილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა