მამუკა ხაზარაძე - თუ ყველა პუნქტი, რომელიც მიშელმა და დანიელსონმა ჩამოაყალიბა არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე ნებისმიერ ინიციატივას პერსპექტივა არ გააჩნია

თუ ყველა ის პუნქტი, რომელიც მიშელმა და დანიელსონმა ჩამოაყალიბა არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე ნებისმიერ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ, რომ „აქ რაღაც ამ მიმართულებით ცვლილებები იგეგმება“.

„ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცის მცდელობა, რომ თითქოს აჩვენონ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს, რომ აქ რაღაც ამ მიმართულებით ცვლილებები იგეგმება. მიშელმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა 6 პუნქტი, ასევე, დანიელსონმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის პუნქტები, რომელიც უნდა შესრულდეს. თუ ყველა პუნქტი არ შეთანხმდა, ცალ-ცალკე ნებისმიერ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ასევე, პოლიტპატიმრების თემა და სხვა საკითხები, რომელიც იქნა ამ შეთანხმებაში ხაზგასმული“ , - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა