აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 250 921 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 421 ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა. პორტალ Koronavirusinfo.az-ზ ე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.