მერაბ გაფრინდაშვილი ვაშლიჯვრის ფერდობზე - დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის კორექტირება მოხდება და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, მერაბ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, გუშინ თბილისის მერიაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გერმანელმა კოლეგებმა ვაშლიჯვრის ფერდობზე განსახორციელებელი დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის წინასწარი ვარიანტი წარმოადგინეს.

როგორც გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართველი გეოლოგების მიერ გაგზავნილი შეფასება მეწყრის გენეზისის, ტიპისა და საფრთხის შესახებ, გერმანელი კოლეგების დასკვნის იდენტურია.

„გუშინ თბილისის მერიაში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა შეხვედრა. ჩვენმა კოლეგებმა წარმოადგინეს დამცავი ღონისძიების გასატარებელი პროექტის წინასწარი ვარიანტი. აღნიშნული იყო, რომ იდენტურია შეფასებითი ნაწილი მეწყრის გენეზისის, ტიპის, საფრთხის შესახებ, რომელიც იყო მიწოდებული ჩვენს მიერ გერმანელი კოლეგებისთვის. ასევე გამოიკვეთა აზრი, რომ გავსულიყავით ადგილზე, იყო ახალი გარემოებები გეოლოგიური თვალსაზრისით, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ერთობლივად შევაფასეთ და ამის შემდეგ მოხდება წარმოდგენილი პროექტის მცირედი კორექტირება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები“, - აღნიშნა მერაბ გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში 23 მარტს ჩამოვიდნენ და კვლევის სამუშაოებში ჩაერთვნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი