გიორგი ტყემალაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „კავკასიის უნივერსიტეტის“ სახელმწიფო მართვის სკოლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის“ სალექციო კურსის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრის და კურსის ლექტორის რიმა ბერაძის ინიციატივით გაიმართა. ასევე, მასში თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით უთმელიძე მონაწილეობდა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის გაცნობა იყო. საქართველოს პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს სტუდენტებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლობითი ორგანოსა და „კავკასიის უნივერსიტეტს“ შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა.

გიორგი ტყემალაძემ სტუდენტებს დედაქალაქის მართვის პროცესში, წარმომადგენლობითი ორგანოს როლზე და მის ფუნქციებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„მისასალმებელია, რომ თქვენ საჯარო მართვის მიმართულებით, თვითმმართველობის კურსი აირჩიეთ. დამეთანხმებით, რომ საჯარო მართვაში თვითმმართველობის ინტერესი გამორჩეულია. მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის საქმიანობა ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, მის ყოველდღიურობასთან. ეს არის დინამიური და საინტერესო პროცესი,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სტუდენტებს მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო: სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკა, გარემოს დაცვა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებზეც ისაუბრა.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ სტუდენტებს კომისიის საქმიანობაზე და დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს კითხვები ბიუჯეტთან, დაფინანსებულ პროექტებთან, განათლების პროგრამებთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში სტუდენტებისთვის ექსკურსია მოეწყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს