რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი - აშკარა ნიშნები არსებობს, რომ მესამე ტალღა, რომელშიც გერმანია ამჟამად იმყოფება, შეიძლება პირველ ორ ტალღაზე უარესი იყოს

რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი ლოთერ ვილერი აცხადებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა, შესაძლოა, წინა ორზე უარესი იყოს.„არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ მესამე ტალღა, რომელშიც გერმანია ამჟამად იმყოფება, შეიძლება პირველ ორ ტალღაზე უარესიც კი იყოს“, - აღნიშნა ვილერმა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულის დღეებში სოციალური კონტაქტები შეამცირონ. ვილერის მტკიცებით, თუკი საჭირო პრევენციული ზომების გატარება არ მოხდება, ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები, შესაძლოა, 100 000-მდე გაზარდოს.

განცხადება გააკეთა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენ შპანმაც. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არსებულმა ტრაექტორიამ, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს.

”ამ დროისთვის რიცხვები ძალიან სწრაფად იზრდება და ვირუსის ვარიანტები სიტუაციას განსაკუთრებით საშიშს ხდის. თუკი ამას ვერ შევაჩერებთ, ვდგავართ რისკის წინაშე, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ აპრილში, შესაძლოა, კრიტიკულ მომენტს მიაღწიოს,“- განაცხადა იენს შპანმა.

იხილეთ ვიდეო: რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი - პანდემიის მესამე ტალღა შეიძლება პირველ ორ ტალღაზე უარესი იყოს

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს