რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტი ლოთერ ვილერი აცხადებს, რომ პანდემიის მესამე ტალღა, შესაძლოა, წინა ორზე უარესი იყოს.„არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ მესამე ტალღა, რომელშიც გერმანია ამჟამად იმყოფება, შეიძლება პირველ ორ ტალღაზე უარესიც კი იყოს“, - აღნიშნა ვილერმა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულის დღეებში სოციალური კონტაქტები შეამცირონ. ვილერის მტკიცებით, თუკი საჭირო პრევენციული ზომების გატარება არ მოხდება, ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები, შესაძლოა, 100 000-მდე გაზარდოს.
განცხადება გააკეთა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენ შპანმაც. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების არსებულმა ტრაექტორიამ, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვიოს.
”ამ დროისთვის რიცხვები ძალიან სწრაფად იზრდება და ვირუსის ვარიანტები სიტუაციას განსაკუთრებით საშიშს ხდის. თუკი ამას ვერ შევაჩერებთ, ვდგავართ რისკის წინაშე, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ აპრილში, შესაძლოა, კრიტიკულ მომენტს მიაღწიოს,“- განაცხადა იენს შპანმა.