გიორგი ვაშაძე - გაცილებით მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში იმიტომ, რომ წინა რაუნდი ჩაშალა „ოცნებამ“

გაცილებით მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში იმიტომ, რომ წინა რაუნდი ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ”, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების პროცესიდან პოლიტპატიმრების საკითხის გაქრობა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ, ჩემი აზრით, გაცილებით მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში იმიტომ, რომ წინა რაუნდი ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ”. მკაცრი უნდა იყოს ყველა იმ დასავლური სტანდარტით მიდგომაში, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში, პატიმრები რომ პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იყვნენ ქვეყანაში, ეს ორჯერ ორი ოთხია და რომ უნდა იყოს თანამშრომლობითი პლატფორმა, სადაც ოპოზიციას თავისი ადგილი აქვს და მმართველ კოალიციაში თუ პარტიაში მყოფ ძალას თავისი ადგილი - ესეც ორჯერ ორი ოთხია.

წინა რაუნდზეც არასწორი აღმოჩნდა პატიმრებთან დაკავშირებით მოლოდინები და ასე მარტივად არ დგას საკითხი. მეორე საკითხია, რომ საერთოდ ამ საკითხის გაქრობა უნდოდა მოლაპარაკებების პროცესიდან „ქართულ ოცნებას”, რაც ვერ მოახერხა. ისინი ფიქრობდნენ, რომ საერთოდ ამ საკითხზე არ ყოფილიყო მსჯელობა და შეთანხმება დოკუმენტში და რაღაც ისეთი ზოგადი ფრაზები ყოფილიყო, რომელიც 8 მარტის შეთანხმების მსგავსად მისცემდა მათ შესაძლებლობას, რომ მანიპულაცია მოეხდინათ შემდგომში.

ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის მიდგომა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ეს ორჯერ ორი ოთხია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი და „სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ვერასდროს იქნება „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება.

„ვინმე კი არ მავალდებულებს იმ მოლაპარაკებებზე მისვლას და ცხრა საათი იქ ჯდომას, უბრალოდ იქ ჩემი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ამიტომ მივდივარ, თორემ აბსოლუტურად დაცლილი ვარ იმ შეგრძნებისგან, რომ აი ახლა პარლამენტში დავჯდე და რომ დავჯდე რა უნდა ვქნა?! მე არ მიჭირს ჩემი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ძალიან ბევრ პრობლემაზე საუბარი, როცა პარლამენტს გარეთ ვარ. დღეს არის უსამართლო გარემო ქვეყანაში და მხოლოდ პარლამენტში შესვლით ამას ჩვენ ვერ დავუპირისპირდებით. თქვენ გგონიათ მე სხვა პარტიებს ვუყურებ?! არ მაინტერესებს ისინი, მე როცა დავინახავ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებაა, მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ცხოვრებაში ეს არ გამჭირვებია არასდროს და არ გამიჭირდება ამ მოლაპარაკებების პროცესშიც. სხვები გვიყურებენ აქეთ ჩვენ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ თუ სიმართლე გინდათ. ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის” გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ვერასდროს ვერ იქნება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება. ერთიანი პოზიცია არის იქ, რომ დღეს ყველანი ერთ საკითხზე შეთანხმებით, შეხვედრით თუ შეხვედრის გარეშე ვთანხმდებით, რომ ძალიან დესტრუქციულად და უსამართლოდ იქცევა “ქართული ოცნება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა