ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი, მათ შორის ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი ვირტუალურ სამიტზე მიიწვია, რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნების მეთაურებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტს და რუსეთის პრეზიდენტს ორდღიან შეხვედრაზე დასწრება სთხოვეს, რომლის მონაწილეებიც ადამიანის ქმედებების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელებენ.

„მათ იციან, რომ მოწვეულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ მათგანთან მისაუბრია,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შესახებ საუბრისას.

ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული სამიტი 22 აპრილს, “დედამიწის დღეს“ დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო, მთლიანად ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების პირველივე დღეს შეასრულა წინასაარჩევნო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ კვლავ დაუბრუნდებოდა დონალდ ტრამპის მიერ დატოვებულ პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელსაც 2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი