"ნაციონალური მოძრაობა" გელათის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" გელათის რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, გელათში სამუშაოები შეჩერებულია და ტაძარი საფრთხის ქვეშ არის. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც კულტურის ახალი მინისტრი განსხვავებული აზრის დევნით არის დაკავებული, გელათის უნიკალური ფრესკები ნადგურდება.

გიგა შუშანია ასევე მოითხოვს კულტურის სამინისტრომ გელათის გადარჩენის გეგმა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადოს და პროცესში ჩართული იყვნენ სათანადო კომპეტენციის ადამიანები.

"მაშინ, როდესაც გელათი ნადგურდება, წულუკიანის პრიორიტეტი არის განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მოწვეული იყოს საერთაშორისო ექსპერტები და მოხდეს გასაჯაროება, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას გელათის გადასარჩენად. დროულად უნდა დაიდოს გეგმა რას აპირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალალო შედეგი დადგება", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია