მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე - ვეთანხმები ლადო კახაძეს, ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია

აბსოლუტურად ვეთანხმები ლადო კახაძეს, ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა, უმრავლესობა განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი, მისივე შეფასებით, მომავლის საქმეა, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ ყველა ვერსიას ყურადღებით განვიხილავთ ხოლმე და თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ამ შემთხვევაში, პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე. ოღონდ სახელმწიფოებრიობას, ოღონდ სამართლიანობას, ოღონდ კანონს არ ურტყამდეს და ამაზე არ მიჰქონდეს იერიში, ყველა საკითხს განვიხილავთ. ნიკა მელიას უკვე ცხადად აქვს წარმოდგენა რა შემთხვევაში დატოვებს ის საპატიმროს და არ ტოვებს. დღევანდელ სხდომაზე იყო ხუმრობასთან დაკავშირებული ორი მომენტი. ერთი ბატონმა ლადო კახაძემ თქვა - „ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო“ და აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია. მეორე ხუმრობა შეეხებოდა ორი თვით გადადებულ აქციებს, რაზეც სერიოზულად ვერ ვილაპარაკეთ, გაგვეღიმა და გადავედით სხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავენ და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ხედვას სთავაზობენ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს ემყარება.

მათივე ინფორმაციით, ღრმად სწამთ, რომ ეს შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა