კრისტიან დანიელსონი - ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი

ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კომპრომისის დროა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, - განაცხადა დანიელსონმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება