მერია - კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და მკურნალობის დინამიკა დადებითია

თბილისის მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი - იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

"დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია.

კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე თავს უკეთ გრძნობს, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს - თბილისის მერია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა