საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ფორმატის შემუშავებაში საქპატენტს დახმარებას USAID-ი გაუწევს

კრეატიულ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის გაუმჯობესებაზე საქპატენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამ მიზნით, 25 მარტს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, კრეატიული ინდუსტრიების სექტორის განვითარებისთვის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით, რაც გამოიხატება ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებასა თუ მეკობრეობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

„მემორანდუმის ფარგლებში, დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობით, მხარეები იმუშავებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო დოკუმენტის შექმნაზე. ასევე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით განხორციელდება უფლებების მფლობელთა, მომხმარებლების, მოსარგებლეების, კერძო და საჯარო სექტორის და მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. უნდა იქნას მიღწეული მეკობრული კონტენტის ხელმისაწვდომობის მინიმალიზაცია, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის უფრო ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კონტენტის მწარმოებლებსა და გამავრცელებელ კომპანიებს, მისცემს საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვის, ბიზნესის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მეტი შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას.

საქპატენტის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელმა მინდია დავითაძემ განაცხადა, რომ უწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მაღალ დონეზე დაცვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა მოქალაქეებმა პატივი სცენ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქპატენტის ინიციატივას გატარდეს რიგი ღონისძიებები ონლაინ მეკობრეობის აღმოსაფხვრელად და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დასაცავად, რადგან ეს საკითხები არსებითია საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა საშუალებას მისცემს ქვეყანას გაზარდოს საერთაშორისო კინო და სატელევიზიო პროექტების რაოდენობა.

პროგრამის ფარგლებში გამართულმა საჯარო-კერძო დიალოგის პროცესმა კიდევ უფრო გამოკვეთა ამ საკითხების მნიშვნელობა და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქპატენტი აქტიურად ჩაერთვება ამ ინიციატივის განხორციელებაში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა